|
2022-11-02 23:01:25, 1088 ნახვა
პოლიტიკა
მელია გვარამიაზე - გვექნება ზურაბიშვილისთვის საერთო ოპოზიციური მიმართვა, იმედია უახლოეს დღეებში პასუხს გვაღირსებს
იქნება საერთო ოპოზიციური სპექტრის მიმართვა ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ის ჩვენ პასუხს გვაღირსებ. - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ადამიანს აქვს კონკრეტული ბერკეტი, რაც არც კალაძეს, არც კობახიძეს არ აქვს. "დღეს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ცალკეული პარტიის წარმომადგენლობამ, იქნება საერთო ოპოზიციური სპექტრის მიმართვაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ის ჩვენ პასუხს გვაღირსებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით.ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ის იმართება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული ბერკეტი, რაც არც კალაძეს, არც კობახიძეს არ აქვს. და თუ შენ ასე იქცევი, მიუხედავად ყველაფრისა, შენ იქნები სამიზნე საზოგადოებისა და მათ შორის პოლიტიკური, დემოკრატიული ოპოზიციის მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)