|
2022-11-02 14:19:51, 1172 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული კორპუსი ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი.,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სადემონტაჟო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, ავარიული შენობის დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო ახალი კორპუსის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. მოსახლეობას კუთვნილი ბინები გარემონტებული ჩაბარდება, მანამდე კი მათ ქირით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. „დავიწყეთ ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი შენობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სამგორის რაიონში არსებული ნაგებობის დემონტაჟი ხორციელდება. კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და 24 თვეში აქ მცხოვრებ 36 ოჯახს, რომელიც დღეს მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი, ჩაბარდება სრულიად ახალი კორპუსი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით. პარალელურად, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 20-ზე მეტი პროექტის განხილვა. ისინი სხვადასხვა ეტაპზეა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამით სხვა ავარიული შენობებიც ჩანაცვლდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში ჩართულია 20-ზე მეტი პროექტი, რომლებიც სხვადასხვა საპროცესო ეტაპზეა. სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რევაზ სოხაძე გაეცნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)