|
2022-11-01 18:27:40, 1554 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი - ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი
ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი. - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, გამოსავალი ახალი არჩევნებია, თუმცა არჩევნებზე ოპოზიცია ვერ გავა ჩამომპალი საარჩევნო კანონმდებლობით. „უნდა არსებობდეს გარკვეული გეგმა, თანმიმდევრობა, რომ პარლამენტიდან გამოსვლის შემდეგ იქნება ახალი არჩევნები, მაგრამ ახალ არჩევნებზე ვერ გავალთ ჩამომპალი საარჩევნო კანონმდებლობით, ის უნდა შეცვალოს და კონსულტაციები გაგრძელდეს. რაც შეეხება ჩვენს ფანჩატურს, როგორც უწოდებენ, თუ გავითვალისწინებთ ნობელის პრემიის ლაურეატთა დასკვნებს, ბუნებაში არაფერი იკარგება, რაც აკლდება ერთ საგანს, ემატება მეორე საგანს. ამ შემთხვევაში, ფანჩატურის ძირითადი ნაწილი შევიდა პარლამენტში, მაგრამ ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილი სასამართლოში დაიბარეს საარჩევნო კლიპში მურმან ლებანიძის ლექსის თქმის გამო, შესაძლებელია ის დაჯარიმდეს.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)