04:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 17:32:04, 2223 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - ირანი ემზადება, რომ რუსეთს დამატებით 1 000 იარაღი და დრონები გაუგზავნოს

ირანი ემზადება, რომ რუსეთს დაახლოებით 1 000 დამატებითი იარაღი, მათ შორის მცირე დისტანციის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუგზავნოს,-  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი შესაძლო გადაზიდვა ნიშნავს რუსეთის ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას.

ამასთან უცნობი რჩება ზუსტი დრო, თუ როდის ჩავა იარაღი რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ირანმა რუსეთის ფედერაციას თავისი 1000 თვითმფრინავი მიჰყიდა.

თავად ირანი რუსეთისთვს დრონების მიყიდვას უარყოფს. თუმცა დასავლეთსა და აშშ-ში ამბობენ, რომ უკრაინაში მათი გამოყენების მტკიცებულებები არსებობს.

11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანმა რუსეთშ 2400 კამიკაძე დრონი. ამასთან, მოგვიანებით, Reuters-მა დაწერა, რომ ირანის ხელისუფლება დათანხმდა რუსეთის ფედერაციას ბალისტიკური რაკეტების და სხვა დრონების გადაცემაზე.

20 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ დამპყრობლები ირანელი ინსტრუქტორები ოკუპანტებს დრონების გამოყენებას ასწავლიდნენ.

28 ოქტომბერს კი უკრაინის  არმიის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ირანული წარმოშობის 300-ზე მეტი კამიკაძე დრონი გაანადგურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics