06:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 11:08:59, 1540 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევში აფეთქების ხმა ისმის - ადგილზე საჰაერო თავდაცვა მუშაობს

კიევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. ადგილზე მუშაობს საჰაერო თავდაცვა. თვითმხილველების თქმით, კიევსა და რეგიონში სულ მცირე 10 აფეთქება მოხდა.

უკრაინის თავდაცვა მოსახლეობას მოუწოდეს, იგნორირება არ მოახდინონ საჰაერო თავდასხმის შესახებ და დარჩნენ თავშესაფრებში, ვინაიდან არსებობს ახალი სარაკეტო შეტევის შესაძლებლობა. 

"საჰაერო თავდაცვა მუშაობს! ნუ იდარდებთ! დარჩით თავშესაფრებში და დაელოდეთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებას!",-  ნათქვამია შეტყობინებაში .

როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. უკრაინელებს მოუწოდებენ, შეზღუდონ ელექტროენერგიის გამოყენება სისტემაზე ზეწოლის შესამცირებლად. 

ცნობისთვის, დილით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმა განახორციელა. საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ყველა რაიონშია გამოცხადებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics