|
2022-10-26 15:59:31, 1013 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს
რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აკეთებს პირდაპირ რუსულ საქმეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შორეული პერსპექტივაა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. "ევროპაში ჩადიან და იქ ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოს, ხოლო საქართველოში როცა ჩამოდიან, ამბობენ, რომ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს. ერთიც და მეორეც, ჯამში, გახლავთ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები... რუსული საქმეა, როდესაც შენ საერთაშორისო მედიით გამოდიხარ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს; რუსული საქმეა, როდესაც შენ თავის დროზე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდი; რუსული საქმეა, როდესაც აგირჩევს ოპოზიციაში საზოგადოება და პარლამენტში არ შედიხარ; რუსული საქმეა, როდესაც ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობ", - აცხადებს თალაკვაძე. შეგახსენებთ, გუშინ, 25 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ორმა წარმომდგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, რომლებიც 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში იმყოფებოდნენ, საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ევროკავშირის მისია საქართველოში არ ჩამოვა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეფასება, რომლის წერაც მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)