|
2022-10-25 13:53:51, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ევროპაში არავის აქვს ილუზია, რომ „ოცნებიდან“ წასულები დამოუკიდებელი ორგანიზმი არიან
არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნებიდან" ვიღაცები მიდიან და "ხალხის ძალა" არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის არ აქვს, - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებასთან არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირთან მიმართებაში პროპაგანდას უწყობდეს ხელს. "რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ და უთხრეს, რომ ეს მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებენ, მათ შორის არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნებიდან ვიღაცები მიდიან და ეს ხალხის ძალა არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის არ აქვს, ზუსტად ესაა ერთი და იგივე ესაა ქართული ოცნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)