|
2022-10-25 13:21:33, 907 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ომბუდსმენობის კანდიდატს ვუსმენთ, „ოცნებამ“ მეილზე მიიღო კითხვები - მათიკაშვილმა რაც იკითხა ვიცოდი, ღუდუშაურის კითხვაც ვიცი
პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს კითხვებს როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები უსვამენ. დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კანდიდატ ანა აბაშიძეს ელექტრონულ ფოსტაზე ვორდის ფაილით გამოგზავნილი შეკითხვებით მიმართავენ. "სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა არის. ანა აბაშიძეს ვუსმენთ. "ქართული ოცნების" დეპუტატები მიზიან წინ. მეილზე, ვორდის ფაილით მიიღეს კითხვები. მათიკაშვილმა რაც დასვა წინასწარ ვიცოდი. ალუდა რას იკითხავს, ეგეც ვიცი - ფრჩხილებში რომ უწერია", - წერს ანი წითლიძე და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. ცნობისთვის, დღეს საკანონმდებლო ორგანოში, ანა აბაშიძის გარდა, კიდევ რამდენიმე კანდიდატის მოსმენა გაიმართება.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)