09:02 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 00:45:14, 1788 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელების უმეტესობა მზად არის იბრძოლოს გამარჯვებისთვის - გამოკითხვა

როგორც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიაზე.

უკრაინის მრავალი ქალაქის, მათ შორის თვით კიევის ძლიერი დაბომბვიდან ორი კვირის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 86%-ს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება, მაშინაც კი, თუ სარაკეტო თავდასხმები და თვითმფრინავების დარტყმები არ შეჩერდება.

ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებშიც კი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს და სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, 69% მხარს უჭერს ომს გამარჯვებამდე.

KIIS დირექტორის მოადგილის ანტონ გრუშეცკის თქმით, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვით რუსეთი ცდილობდა „დათესოს პანიკა, სასოწარკვეთა და დაემორჩილებინა უკრაინული არმია“, მაგრამ სრულიად საპირისპირო შედეგს მიაღწია.

”დიახ, ტერორი გრძელდება, ხალხი იღუპება და ზიანდება, საღამოობით ადამიანებს აიძულებენ სიბნელეში იჯდეს,” - ამბობს ის. ”მაგრამ დანაკარგისა და ნგრევის ტკივილი ხალხს არ აშინებს. უკრაინელი ხალხი რჩება ერთიანი და მტკიცე და მზად ვართ გააგრძელონ ბრძოლა გამარჯვებამდე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics