|
2022-10-24 12:46:45, 988 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - როცა პარტნიორები გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებენ, მურუსიძე და გვრიტიშვილი იუსტიციის საბჭოში მშვიდად ბრუნდებიან
გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწვნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში, - ასე ეხმაურება პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევას. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება "კლანის გაძლიერებას". "საქართველო იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, გარდა ჩვენი დემოკრატიის ხარისხისა, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე. 24 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს პერსპექტივა არის ძალიან ხელშესახები უკრაინის ბრძოლის გამო და თუ ჩვენ, საქართველოა გვექნება პოლიტიკური ნება, რომ განვახორციელოთ რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა. ერთ-ერთი რეფორმა არის მართლმსაჯულების რეფორმა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში, "ქართულმა ოცნებამ" ჩინჩალაძე დააწინაურა და გაამყარა მართლმსაჯულების სისტემის კლანის მმართველობაში. ამდენი თვის შემდეგ, როცა გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებს ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწვნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში, ასევე კლანის გასამყარებლად",- ამბობს ხოშტარია. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გუშინ, 24 ოქტომბერს აირჩიეს. მოსამართლე წევრების არჩევა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე მოხდა. მურუსიძემ საბჭოს წევრების 268, გვრიტიშვილმა კი, 267 ხმა მიიღო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. საბჭომ ერთ ვაკანტურ ადგილზე დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელა, ხოლო მეორე ვაკანტურ ადგილზე ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)