10:30 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 15:12:24, 2394 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთს მსოფლიოსთვის „ოთხი არგუმენტი” აქვს: სიცივე, შიმშილი, ტერორი და სიკვდილი

რუსეთს მსოფლიოსთვის „ოთხი არგუმენტი” აქვს: სიცივე, შიმშილი,ტერორი და სიკვდილი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ იცის, როგორ უპასუხოს ტერორისტებს.

„რუსეთის „ოთხი არგუმენტი” მსოფლიოსთვის:

  • სიცივე (ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა);
  • შიმშილი (საკვების შანტაჟი);
  • ტერორი (ირანული კამიკაძე დრონის გაშვება შუა სამეზობლოში);
  • სიკვდილი (სამოქალაქო მოსახლეობის დემონსტრაციული მკვლელობა).

უკრაინამ იცის, როგორ უპასუხოს ტერორისტებს, ევროპამ იცის?,- განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის მასობრივი დაბომბვა დაიწყო.

17 ოქტომბერს რუსეთი კიევს კამიკაძეე დრონებით დაესხა თავს, რისშედეგადაც ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

18 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის, კიევი, ხარკივი, ნიკოლაივი დაჟიტომირი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics