|
2022-10-15 10:12:52, 1755 ნახვა
პოლიტიკა
PES-ის რეზოლუცია - მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას
ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც გერმანიაში მიმდინარეობს, მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროკავშირის გზის მხარდაჭერაზეა საუბარი. რეზოლიცოაში საუბარია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველო ყველა კრიტერიუმს შეასრულებს. "მხარს ვუჭერთ უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზაობას, სტატუსი მიენიჭოს საქართველოს. მათი მომავალი ევროკავშირშია და გვსურს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, როგორც კი ყველა კრიტერიუმს შეასრულებენ, მათ შორის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რაც შეეხება საქართველოს, საბჭომ მისი ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნდა რეკომენდაციები, რომელბიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა განახორციელოს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)