|
2022-10-14 14:32:00, 1236 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ვაკის პარკის ტრაგედიაზე - ამაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ
ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. აზარაშვილმა, რომელმაც "ნიუ ჰოსპიტალსში" ერთ-ერთი დაშავებული მოზარდი მოინახულა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. "ლაზარეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრეთ ექიმთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, რეაბილიტაციის პროცესში იქნება თუ მკურნალობის პროცესში, ყველაფრისთვის მზად ვართ", - განაცხადა აზარაშვილმა. მინისტრის თქმით, ვაკის პარკში დაშავებული მესამე მოზარდი, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე წუთში დატოვებს. "რაც შეეხება მესამე ბავშვს - ანდრიას, ის რამდენიმე წუთის, ერთი საათის განმავლობაში, შეიძლება გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან. ის თავს კარგად გრძნობს", - ამბობს აზარაშვილი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, მომხდართან დაკავშირებით, უნდა აიღოს თუ არა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა: "ფაქტი ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტია და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო".
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს წელს უშგული უმასპინძლებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)