|
2022-10-11 13:11:37, 908 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი - როდესაც ივანიშვილი ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ოლიგარქი ყოფილიყო
როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს, ეხმარებოდა ქართულ ჯარს, პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ დაინახა რა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის თანახმად, მათ რიგებში, ან მათი პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი გარკვეული პირები მოხვდებიან ამ წრეში, ახლა გაახსენდა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. „როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში, როგორც ფიზიკური პირი, პირდაპირ ხაზინაში რიცხავდა საკუთარ სახსრებს, ეხმარებოდა ქართულ ჯარს, ქართულ პოლიციას და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რათა ისინი ფეხზე დამდგარიყვნენ და დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებულიყვნენ, მაშინ ჩვენს ოპონენტებს საერთოდ არ გახსენებიათ ის, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ოლიგარქი. ახლა როდესაც დაინახეს, რომ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტიანი გეგმის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია და დაინიცირდა შესაბამისი კანონპროექტი, ნახეს რა, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, გარკვეული პირები მათ რიგებში, ან მათი პოლიტიკური პარტიების უკან მდგომი პირები მოხვდებიან ამ წრეში, ახლა გაახსენდათ ბიძინა ივანიშვილი, რომ თურმე ის არის ოლიგარქი, მაშინ, როდესაც ადამიანი სრულად ჩამოშორებულია როგორც სახელმწიფო მმართველობას, ისე ქართულ პოლიტიკას. ეს არის ორმაგი სტანდარტი - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)