|
2022-10-10 11:19:08, 1577 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის მასშტაბით განგაშის სირენები არ წყდება, ცვივა რაკეტები, გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები
უკრაინის მასშტაბით განგაშის სირენები არ წყდება, გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე. მოდით, ვიყოთ ერთად და ვიყოთ ძლიერები,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს. მისი თქმით, რუსები ანადგურებენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ დაკლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში. „სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღეა. 229 დღეა, ცდილობენ გაგვანადგურონ და მიწის პირიდან აღგვგავონ, გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ზაპოროჟიეში საკუთარ სახლში სძინავთ, მოკლან ადამიანები, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამუშაოდ მიდიან. უკრაინის მასშტაბით განგაშის სირენები არ წყდება, რაკეტები ცვივა. საუბედუროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე. მოდით, ვიყოთ ერთად და ვიყოთ ძლიერები”,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქეში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. საერთო ჯამში, გასროლილი იქნა 50-ზე მეტი რაკეტა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)