|
2022-10-06 16:31:34, 961 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია „ქართულ ოცნებას” - ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ - ყველა ტყუის?
ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის ? - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ "ქართული ოცნების" საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მოლოდინის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ გასცემს შესაბამის ნებართვას მიხეილ სააკაშვილის ამერიკილი ექიმისთვის. "ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის? მე მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ თითქოს დათანხმდნენ რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ ლიცენზია, ველოდებოდით, რომ მოხდებოდა მისი შეყვანა დაჩქარებული ტემპით, ხომ არის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა როცა ჯანმრთელობას ეხება არა? როგორც ჩანს არაფერი აღარ არსებობს საერთოდ. ისე დამთავრდა დღე, რომ შედეგი ვერ მივიღე და დღეს ვიგებ, რომ არც ყოფილა დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა, სადაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეკულაცია უწოდა. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი. ამასთან, მესამე პრეზიდენტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ მოინახულა. მისივე თქმით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება, ვერ იღებს საკვებსა და მედიკამენტებს.
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)