18:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 10:14:40, 1464 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ზამთარი რთული იქნება - ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს, რაც აუცილებელია

ზამთარი რთული იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ზამთრისთვის ასევე ემზადებიან ოკუპანტები და რაც უფრო გაიზრდება ზეწოლა რუსეთზე, ევროპაში ზამთრის პერიოდი მით უფრო უსაფრთხო იქნება.

"ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მომზადებულები ამ პერიოდს შეხვდნენ ჩვენი პარტნიორებიც. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოვოთ მშვიდობა, რაც უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის ზამთრის პერიოდი... მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი გამარჯვებისთვის. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და რუსეთზე ზეწოლას ახდენს მშვიდობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics