|
2022-10-05 21:43:09, 1276 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. უწყების ცნობით, დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. "მცხეთის ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საფრთხის თავიდან ასარიდებლად, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ, თუმცა ბრალდებულები დაედევნენ და კვლავ ცდილობდნენ მათზე ძალადობას. მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილმა და მასთან მყოფმა პირებმა ისევ დააპირეს თბილისის მიმართულებით წასვლა, ბრალდებულები, ამჯერად მეორედ დაესხნენ მათ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდნენ ფიზიკურ ძალადობასაც. ამის გამო, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ისევ გაიქცნენ და არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალნენ. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულებმა დამალული ერთ-ერთ დაზარალებული იპოვეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს". - ნათქვამია განცცადებაში.
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)