|
2022-10-05 09:41:06, 1664 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის არმია სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ქვეყნის სამხრეთით
უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რუსული ფსევდორეფერენდუმისგან, მხოლოდ ამ კვირას, უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. საუბარია ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებზე. „დღეს წინა ხაზიდან კარგი ამბებია. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით.კერძოდ, ოკუპანატებისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზებულია დასახლებული პუნქტები ლიუბიმოვკა, კეშჩენკოვა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ ბროდი, დიდი და პატარა ალექსანროვკები. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)