|
2022-10-03 18:09:46, 1126 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - მივმართავ აფხაზებს - არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ისტორიულ სანაგვეზე, არ წახვიდეთ ომში საზარბაზნე ხორცად
მე მინდა მივმართო აფხაზებს, რომლებიც არიან ამ საფრთხის წინაშე - დღეს რუსეთი არის კატასტროფული ისტორიული კრახის წინაშე,- ასე ეხმიანება პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევის დაწყებას. ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა აფხაზებს, რომ "არ წავიდნენ საზარბაზნე ხორცად", შესაბამისად, მისივე თქმით, სურვილის შემთხვევაში, პარტია მზადაა მიიღოს ეს ადამიანები საქართველოში და იზრუნონ მათზე. "საოკუპაციო რეჟიმი არის საერთაშორისო სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, რომლებიც ცხოვრობენ იქ და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დაუსჯელად დავუტოვოთ ეს უფლება და მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. მე მინდა მივმართო აფხაზებს, რომლებიც არიან ამ საფრთხის წინაშე - დღეს რუსეთი არის კატასტროფული ისტორიული კრახის წინაშე. უკრაინა იმარჯვებს ამ ომში და რუსეთი დარჩება პოლიტიკურ და ისტორიულ სანაგვეზე და არავითარ შემთხვევაში, ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის ნაწილი, ამ ნანგრევებში არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვმართავთ, მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაჰყვეთ ოკუპანტს ისტორიულ სანაგვეზე. მე მინდა ასევე მათ მივმართო, რომ არ წავიდნენ საზარბაზნე ხორცად, შესაბამისად ყველა სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ეს ადამიანები საქართველოში და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და ყველანაირ უფლებაზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენს შორის დღეს ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის კარი არის მათთვის ღია",- განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „განკარგულებას“ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. „განკარგულების“ თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)