16:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 10:48:43, 709 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძემ დუბლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ირლანდიაში საქართველოს ელჩთან გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, დუბლინში, ქართული დიასპორის წევრებს შეხვდა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო დიასპორასა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებს და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესებზე მორგებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროექტებს.

„ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველებმა კმაყოფილება გამოთქვეს პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფასურის შემცირებასთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დიასპორის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics