20:28 - 03 Jul, 2026
|
2022-10-01 16:21:10, 1732 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა კუპიანსკში მშვიდობიანი მოქალაქეების ავტომობილების კოლონა დაბომბეს - დაიღუპა 20 ადამიანი
ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ავტომობილების კოლონა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ,- ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი. „ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალები ზუსტდება. ოკუპანტები თავს დაესხნენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ცდილობდნენ დაბომბვისგან თავის დაღწევას. ეს არის სისასტიკე, რომლის გამართლებაც შეუძლებელია“,- წერს სინუბეგოვი. ცნობისთვის, თავდასხმა ლუგანსკის ოკუპირებულ სვატოვსა და ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ კუპიანსკს შორის მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)