|
2022-10-01 13:26:59, 1633 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინული ძალები ლიმანს უახლოეს 72 საათში დაიკავებენ
უკრაინული ძალები უახლოეს 72 საათში დაიკავებენ, ან სრულად ალყაში მოაქცევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსული ჯარი ლიმანის შემოგარენიდან უკან დახევას განაგრძობს. ამასთან, ISW-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტები ლიმანიდან ტორსკოემდე მიმავალ გზას ჯერ კიდევ აკონტროლებენ, თუმცა უკრაინულმა ძალებმა დრობიშევო-ტორსკოეს გზა სტავოკის რაიონში გადაკეტეს. ასევე, წყაროების მტკიცებით, ლიმანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სვატოვო-ტორსკოეს გზატკეცილის მიმდებარედ, გაიზარდა უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების აქტივობა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა მდინარე ჟერებეცი გადაკვეთეს. მათივე ცნობით, 30 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)