|
2022-10-01 12:32:35, 2232 ნახვა
ომი უკრაინაში
ენერგოატომი - რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს
ენერგოატომის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი რუსულმა პოლიციამ დააკავა. ენერგოატომის ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის თქმით, იგორ მურაშოვი გუშინ, 30 სექტემბერს ენერგოდარში მიმავალ გზაზე დააკავეს. „ის მანქანიდან თვალახევულიგადმოიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს",- წერს კოსტინი. კოტინის ცნობით, მურაშოვის ამჟამინდელ ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მისივე თქმით, მურაშოვს სადგურის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე მთავარი და ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ეკისრება, შესაბამისად, მისი დაკავება უკრაინისა და ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის სახიფათოა. შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)