|
2022-09-30 18:16:22, 1292 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი იქნება შემდეგ პრეზიდენტთან
უკრანის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის შემოთავაზებას პასუხობს და აცხადებს, რომ "უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ არა ვლადიმერ პუტინთან". მისი თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება. "უკრაინა იყო და რჩება ლიდერად მოლაპარაკებებში. ეს არის ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაცხოვრებაზე თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით. ცხადია, ეს შეუძლებელია ამ რუსეთის პრეზიდენტთან. არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი იქნება შემდეგ პრეზიდენტთან“,- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულების ხელისმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ "უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ცეცლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)