03:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 15:09:39, 930 ნახვა

პოლიტიკა
არძინბა - ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს

სოხუმს, აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს რეაქცია არ აღელვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

არძინბას თქმით, აფხაზეთი ბელარუსს განიხილავს, როგორც საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას.

"აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი არიან ჩვენი მეგობრები. ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს", - განაცხადა არძინბამ, რომლის კომენტარიც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი თქმით, "მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია და აფზახეთი არ უნდა იყოს მიტოვებული", .

გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics