21:46 - 03 Jul, 2026
|
2022-09-29 11:52:03, 1567 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი. ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. "რუსებმა ღამით ესროლეს რაკეტები დნეპროს. ამ ეტაპზე, 3 გარდაცვლილის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია 5 ადამიანი, რომელთაგან ერთი 12 წლის გოგონაა. მაშველებმა ის დანგრეული სახლიდან გამოიყვანეს. იერიშის შედეგად, რამდენიმე კერძო სახლი მთლიანად დაინგრა. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ - შესაძლოა, იქ ბავშვებიც იყვნენ", - აცხადებს დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)