19:03 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 16:35:04, 801 ნახვა

საზოგადოება
ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა - რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად,  არსებული სკვერის რეაბილიტაცია  ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1 200 კვ.მეტრამდე ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. 

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 124 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics