|
2022-09-28 09:46:43, 1737 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ე.წ რეფერენდუმებზე -რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკო არაფერია
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებას არ აპირებს. "რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმების „ნორმალურად“ აღიარება, ეგრეთ წოდებული ყირიმის სცენარის განხორციელება და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მორიგი მცდელობა ნიშნავს, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკო არაფერია. ამ ფარსს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეფერენდუმის იმიტაციაც კი არ შეიძლება ეწოდოს. წინასწარ ვიცოდით, შედეგის ნაცვლად რა გათამაშდებოდა. ინტელექტსაც კი არ სჭირდებოდა დიდი ცდა. ამ ფარსის შეთანხმებული ნომრები გავრცელდა მედიაში. რუსეთი არც იმალება. ერთადერთი რაციონალური პასუხი ოკუპანტის ასეთ თავხედობაზე არის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. და მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ადასტურებენ ასეთ მხარდაჭერას: თავდაცვა, ფინანსური, სანქციები." - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთის ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება უკრაინას არაფერს შეცვლის. "ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, დონბასში, ხარკოვის რეგიონის ჯერჯერობით ოკუპირებულ რეგიონებში და ყირიმში." -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)