|
2022-09-27 22:25:53, 1623 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - უკრაინამ ოკუპანტების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერია
უკრაინამ ოკუპანტების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერია. - ამის შესაებ უკრაინის გენშტაბმა განაცხადა. მათივე თქმით, დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა ორი სარაკეტო და ექვსი საჰაერო დარტყმა. "დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა ორი სარაკეტო და ექვსი საჰაერო დარტყმა, ასევე 20-ზე მეტი შეტევა სარაკეტო სისტემებიდან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. შედეგად, 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. კერძოდ, ზაპოროჟიე, მიკოლაივი, ოჩაკოვი, ავდიევკა, კრასნოჰორივკა, პოლტავკა და მარინკა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)