|
2022-09-22 15:51:16, 1670 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა სრულიად უხამსი იყო
აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა სრულიად უხამსი იყო. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება. "რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას, ვფიქრობ, რომ ის სრულიად უხამსი იყო. საქმე იმაშია, რომ მან გამოსვლა თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით დაიწყო. მან მიაწერა რუსეთის პრეზიდენტს სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)