|
2022-09-21 10:07:24, 814 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე - მისი შენიშვნები გაუგებარი და დასანანია
„შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა გაუგებარი და პირველ რიგში, დასანანია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რითაც მოსმენა-მიყურადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, „რომ ეს დემოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯია“ აღნიშნა, რომ მისთვის ეს განცხადება გაუგებარი და დასანანია. „ეს განცხადება რა თქმა უნდა გაუგებარია. როდესაც არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ გაქვს და ამას ამბობ ეს გაუგებარია. მილიონჯერ გვითქვამს, შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა გაუგებარი და პირველ რიგში დასანანია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)