09:41 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 20:23:07, 989 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურა - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვაგრძელებთ.- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული [გ.გ.] დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს. ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან ავიცილოთ მძიმე დანაშაული". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა წარედგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics