10:53 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 20:47:43, 930 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის მიკრო-ფინანსური სესხის სახით €5 მილიარდი დაამტკიცა

უკრაინისთვის მიკრო-ფინანსური სესხის სახით €5 მილიარდი დავამტკიცეთ. - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.

მათივე თქმით, ეს ევროკავშირის €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია.

""უკრაინის გარე დაფინანსების მოთხოვნილებები სწრაფად გაიზარდა რუსეთის თავდასხმის გამო. გზების, ხიდების, ქარხნების, სახლების, საავადმყოფოების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურისთვის უზარმაზარი ზიანის გარდა, ქვეყანამ ასევე დაკარგა წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics