10:53 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 11:01:52, 1071 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი - მოვუწოდებ საქართველოს, საჭირო რეფორმები გადადგას - ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შეთანხმდნენ.

გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია სიამოვნებით გაუწევს საქართველოს დახმარებას.

„ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში! ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით. მოვუწოდებ საქართველოს, ამისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისკენ. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას",- წერს ოლაფ შოლცი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics