01:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 12:48:01, 1136 ნახვა

ეკონომიკა
ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

14-15 სექტემბერს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა „თიბისისთან“ პარტნიორობით, ბათუმში, კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს შეკრებისა და  გამოწვევების განხილვის საშუალებას აძლევს, რაც ხელს შეუწყობს  კენკრის ადგილობრივი ინდუსტრიის   კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საქართველოს, როგორც კენკრის მწარმოებელი ქვეყნის,  პოზიციის გაძლიერებას.

ფორუმის მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები (სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან) ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელებენ თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე,  კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ პრობლემებზე და კენკრის ექსპორტის შესაძლებლობებზე.

ასევე, განიხილავენ იმ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული.  ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან კენკროვანი კულტურის დაფინანსების საუკეთესო მექანიზმებს და მიიღებენ ინფორმაციას საუკეთესო პრაქტიკებსა და მხარდაჭერაზე.

 ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და კენკრის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics