01:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 14:16:34, 1778 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი - თანხის მოთხოვნა დაემატა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს მათ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. ამჯერად ბანკმა ინტერნეტბანკში ახალი ფუნქციონალი- თანხის მოთხოვნა დაამატა, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გაიმარტივოს გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები. კონკრეტულად, აკონტროლოს თანხა და გადაამოწმოს ნამდვილად ჩარიცხულია თუ არა გაწეული მომსახურების საფასური, ნახოს თანხის რა ნაწილია ჩარიცხული, ან ჩასარიცხი.

პროდუქტის  უპირატესობას ასევე  წარმოადგენს  ის რომ, აღარ არის საჭირო ინვოისის მეილზე გაგზავნა.  კიდევ უფრო გამარტივებულია მიმღების ანგარიშის ნომერთან დაკავშირებული პროცედურა, რადგან  მიმღები მოთხოვნისას თავად უთითებს, რომელ ანგარიშზე სურს განხორციელდეს ჩარიცხვა და გადარიცხვის დავალების ცალკე აკრეფაც აღარ არის საჭირო.

„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ,  ბიზნესს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ყოველდღიური  ბიზნეს პროცესები. ამ  მიზნით კი ვქმნით ახალ, მათ საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებულ  პროდუქტებსა და სერვისებს. თანხის მოთხოვნა სწორედ ის ფუნქციონალია, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მოითხოვოს თანხა და აკონტროლოს გადარიცხვების პროგრესი. თუკი რაიმე მიზეზით ბიზნესს შეექმნება მოთხოვნილი თანხის გაუქმების საჭიროება, მას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს უარყოფის ფუნქციით და  დატოვოს კომენტარი მოთხოვნის გაუქმების მიზეზის შესახებ. ეს ბიზნესს უზოგავს დროსა და  ენერგიას“, - განაცხადა ლიკა თავართქილაძემ, „საქართველოს ბანკის“ ციფრული პროდუქტების მენეჯერმა.

მეტი ინფორმაცია ახალი ფუნქციონალის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3QvCoRf

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                            





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics