|
2022-09-06 18:26:09, 957 ნახვა
პოლიტიკა
პავილიონისი - თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, პუტინს შეუძლია მათ დასაცავად ტანკები გამოაგზავნოს
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი პუტინის ახალ ბრძანებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც რუსეთი მონიტორინგს გაუწევს საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას და აცხადებს, რომ "თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, მას შეუძლია ერთ დღეს თითქოს მათ დასაცავად ტანკები გამოაგზავნოს". მისი თქმით, თუ საქართველო ფიქრობს, რომ ერთდროულად ორ სავარძელში ჩაჯდება, შანსი არ აქვს, რადგან პატარა ქვეყნებისთვის, ეს ძალიან სახიფათო თამაშია. "ლენინიც წერდა, რომ დასავლეთში სულელები არიან და სუიციდისთვის ყველაფერს აკეთებენო. პუტინის დღევანდელ გადაწყვტილებას რაც შეეხება, დიახ ეს ძალიან საშიშია. თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, მას შეუძლია ერთ დღეს თითქოს მათ დასაცავად თქვენთან ტანკები გამოაგზავნოს. უმჯობესია რუსებს უთხრათ დარჩნენ თავიან ქვეყანაში და საკუთარი ბოროტებას შეებრძოლონ. ასევე ხელი უნდა შეუწყოთ დემოკრატებს, რომლებიც პუტინის რეჟიმსს ებრძვიან. დღეს ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ეს პუტინის რეჟიმია. თუ ფიქრობ, რომ ერთდროულად 2 სავარძელში ჩაჯდები, ვგულისხმობ დასავლეთისა და პუტინის სავარძლებს, შანსი არ გაქვს. იანუკოვიჩი შეეცადა მსგავსი თამაშის წესებით ემოქმედა, თუმცა ყველამ ვნახეთ როგორც დაასრულა. ისეთი პატარა ქვეყნებისთვის როგორც ჩვენი ქვეყნებია, ეს ძალიან სახიფათო თამაშია", - განაცხადა პავილიონისმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს და მათ შორის ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)