15:59 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 13:03:52, 819 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციას - სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ არ დამპირისპირებოდნენ, ფაქტია, წარმატება ორგანულად აშფოთებთ

რა შეიძლება უღმერთო და უსამშობლო ადამიანები აიძულოს უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის წარმოუდგენელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია, კონკრეტულად კი "ნაციონალური მოძრაობა" " სპორტის სახეობას არ ტოვებს, რომ არ დაუპირისპირდნენ. 

"სპორტის თემაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, ჩემმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ,როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება. "ნაციონალებმა" სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ არ დამპირისპირებოდნენ. ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აშფოთებს და აღიზიანებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს. 

15 წელი "იხწოდნენ", რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ და ალბათ ასეთივე რუდონებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევას, მაგრამ ამ ბრძოლაში ისე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან. ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან არამედ ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენ ქვეყანას უკავშირდებაა ასეთ პირობებში, რა შეიძლება უღმერთო და უსამშობლო ადამიანები აიძულოს უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის წარმოუდგენელია",- განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics