02:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 13:39:48, 1640 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის გუნდში ცვლილებები განხორციელდა

„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ნუცა გოგილაშვილი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებას ჩაიბარებს. ნუცა ამ დრომდე ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი იყო. მას ფინანსური მომსახურების სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2011-2014 წლებში ის მუშაობდა ლონდონში, JP Morgan-ში რისკების მიმართულებით. ნუცა ბანკს 2016 წლიდან შეუერთდა და ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია. მათ შორის, 2016 წლიდან კორპორატიული და საინვესტიციო ბანკის სტრატეგიული პროცესების ხელმძღვანელის თანამდებობა, 2017 წელს კი ის გახდა მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი. 2019 წელს კი ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდიც ჩაიბარა. ნუცა გოგილაშვილმა მაგისტრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით ლონდონში, Cass-ის ბიზნესსკოლაში მიიღო.

მიხეილ გომართელს უდიდესი დამსახურება აქვს „საქართველოს ბანკში“, სადაც იგი 25 წელია მუშაობს. ის დირექტორის მოადგილის პოზიციიდან სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელობას გააგრძელებს.

ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდს ელენე ოქრომჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ელენე ბანკში, ამ დრომდე, ბიზნეს პროცესების, ოპერაციული მართვის მეთოდოლოგიის ტრანსფორმაციისა და ტრანზაქციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მან ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა უდიდესი გამოცდილება როგორც საოპერაციო, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ელენე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics