06:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-01 10:27:25, 1092 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - არცერთი რუსული ტელევიზია არ უნდა მუშაობდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე

არცერთი რუსული პროპაგანდისტი და არც ერთი რუსული სახელმწიფო ტელევიზია არ უნდა მუშაობდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში „ფორუმი 2000“ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა .

მისი თქმით, ევროპამ კიდევ ერთი სავალდებულო „ღირებული, ეთიკური ნაბიჯი“ უნდა გადადგას - 

„რუს პროპაგანდისტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ევროპის ქვეყნებში მუშაობა. რუსული ტელევიზია კვლავ ხელმისაწვდომია ევროპის ქვეყნებში, რომელიც თითქმის ყველაზე დიდი დეზინფორმაციაა მსოფლიოში. და ვის წინააღმდეგ მუშაობენ, მითხარით? კონკრეტულად რის განადგურებას ან თუნდაც დისკრედიტაციას ცდილობენ. უპირველეს ყოვლისა? ევროპული დემოკრატია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპას სრული დაცვა სჭირდება რუსული პროპაგანდისგან.

„არც ერთი რუსი პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არცერთი რუსული სახელმწიფო ტელევიზია არ უნდა მუშაობდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსულმა სახელმწიფო ტელეარხებმა  "პირველი არხი" და "რუსეთი 1" დაკარგეს აუდიტორიის მეოთხედი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics