12:54 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 12:53:18, 1275 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინელი მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს

25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  ჩართულობით და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა.

„ღონისძიების ფარგლებში,  ბავშვები უკვე ეწვივნენ მთაწმინდის პარკს, იყვნენ „ასტრა პარკში“ და მონაწილეობა მიიღეს რბოლაში, ასევე იმყოფებოდნენ თბილისში არსებულ ბავშვთა გასართობ ცენტრებში და დაათვალიერეს მცხეთის ისტორიული ძეგლები.  3 სექტემბრამდე, პატარები მოინახულებენ ილუზიებისა და ჰოლოგრამების  მრავალგანზომილებიან მუზეუმებს და  დაათვალიერებენ კონტაქტურ ზოოპარკს.

ვფიქრობთ, საქართველოში გატარებული დღეები განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი  იქნება  პატარა სტუმრებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics