17:28 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 12:22:45, 973 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს

საქართველოს თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მესამე დღეა აქტიურად მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონის აღმოსავლეთით - სოფელ დვირის მიმართულებაზე არიან განაწილებული და ამოცანისა და რელიეფის სირთულის მიუხედავად ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდებიან დავალებებს.

„ცეცხლის ქრობის პროცესში ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთვნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics