10:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 17:26:16, 1965 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსეთთან ექვსთვიანი ომის დროს, უკრაინამ თითქმის 9000-მდე გმირი დაკარგა

რუსეთთან ექვსთვიანი ომის დროს, უკრაინამ თითქმის 9000-მდე გმირი დაკარგა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დღეს,  დღეს გამართულ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ომში მონაწილეობენ არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც იარაღი აიღეს, არამედ ისეთი ხალხი. რომლებიც არაფერში არიან დამნაშავენი.

„ამ ომში მონაწილეობენ არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც იარაღი აიღეს - ჩვენი პატარა ბავშვები, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავენი, გარდა იმისა, რომ ზუსტად აქ და ზუსტად ამ დროს დაიბადნენ. მათ არ ესმით რა ხდება, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდებათ დაცვა, რადგან მათი მამა ფრონტზე წავიდა და შესაძლოა ერთ-ერთია იმ 9000-მდე დაღუპული გმირიდან“,- განაცხადა ზალუჟნიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics