08:10 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 14:03:58, 1135 ნახვა

საზოგადოება
სუს - სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს

სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა..

უწყების ცნობით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“,-აცხადებენ სუს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics