|
2022-08-17 19:21:30, 1306 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - პარლამენტზე შტურმის გავრილოვის ღამედ მოხსენიება არ არის კორექტული
პარლამენტზე შტურმის გავრილოვის ღამედ მოხსენიება არ არის კორექტული. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ეს თარგმნის, ან რაიმე სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. "პარლამენტზე შტურმის ფაქტის გავრილოვის ღამედ მოხსენიება, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ არ არის კორექტული. იმედი მაქვს, რომ ეს თარგმნის, ან რაიმე სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ წამოყენებულ საკითხებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნება, თუ აღნიშნულ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელიც შეიძლება ეს იყოს, გაეცემა კონკრეტული პასუხები, რაც, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე რაღაც ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა". - ნათქვმია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩნა, კელი დეგნანმა გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებები მოიხენია პოლარიზაციის საფუძვლად.
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)