03:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 15:53:10, 2704 ნახვა

ეკონომიკა
ბილაინი და DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორი - Mondia პარტნიორები გახდნენ

ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინმა თანამშრომლობა დაიწყო ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორთან Mondia. პარტნიორობის ფარგლებში პერიოდულად გაეშვება სხვადასხვა ციფრული სერვისისა თუ კონტენტის მომწოდებელი მერჩანტების პროდუქტები, რომელთა  საფასურის გადახდა აბონენტის მობილური ბალანსიდან ხდება.

პირველი ასეთი პროდუქტია GameOnz - მობილური თამაშების პორტალი, სადაც მომხმარებელს შეუძლია სასურველი პრემიუმ თამაშების უფასოდ გადმოწერა. სერვისით სარგებლობისთვის აბონენტი უნდა ეწვიოს პროდუქტის გვერდს, გაეცნოს პირობებს და გამოიწეროს სერვისი - 5 ლარად / კვირაში. თუ აბონენტს აღარ მოუნდება აღნიშნული სერვისით სარგებლობა, იგი მარტივად შეძლებს სერვისის გამოწერის გაუქმებას, როგორც SMS შეტყობინების (ნომერზე 1407, ტექსტით Unsub Gameonz) ასევე შესაბამისი ბმულის დახმარებით.

ბილაინის მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და შესთავაზოს პროდუქტები, რომლებიც აბონენტების არაერთ საჭიროებას გადაწყვეტენ. კომპანია სწრაფად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას  და აბონენტებისთვის ქმნის მათ კომფორტსა და ინტერესებზე მორგებულ თანამედროვე, ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას. 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics