|
2022-08-12 22:41:30, 1862 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი რომის პაპს - ჩვენს ხალხს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება
ვესაუბრე პაპ ფრანცისკეს. მას ინფორმაცია მივაწოდე რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და საზარელი დანაშაულების შესახებ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელებს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება. "ვესაუბრე პაპ ფრანცისკეს. მას ინფორმაცია მივაწოდე რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და საზარელი დანაშაულების შესახებ, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ სჩადის. მადლობლები ვართ პონტიფიკის უკრაინისთვის ლოცვის გამო. ჩვენს ხალხს მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება, რომლებმაც მსოფლიოს სიმართლე უნდა მიაწოდონ იმ საშინელების შესახებ, რასაც აგრესორი უკრაინაში აკეთებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)