|
2022-08-11 17:43:47, 1702 ნახვა
ომი უკრაინაში
მაკდონალდსი უკრაინაში მუშაობას განაახლებს
მაკი ბრუნდება, მივესალმები მაკდონალდსის გადაწყვეტილებას უკრაინაში რამდენიმე რესტორნის გახსნის შესახებ. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით,პირველად მაკდონალდსი კიევსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაიხსნება. "მაკდონალდსი ბრუნდება, მივესალმები მაკდონალდსის გადაწყვეტილებას უკრაინაში რამდენიმე რესტორნის გახსნის შესახებ. პირველი, ეს იქნება კიევი და ჩვენი ქვეყნის დასავლეთი ნაწილი.რესტორნების დაუყოვნებლივ გახსნისთვის მზადებას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება: მაკი დაბრუნდა". - განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)