|
2022-08-11 16:59:14, 1726 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის ხელისუფლება ცინიკური და სახიფათოა, მათ შეუძლიათ ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება
თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა: ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს ბირთვული კატასტროფის რისკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ატყუებენ მთელ მსოფლიოს, რომ სხვა არის დამნაშავე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)